ბაქრაძე: რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, პრობლემა ჩნდება, როცა ხელისუფლება ამას დაფარულად აკეთებს

1569576104
პრობლემა ჩნდება, როცა ხელისუფლება ამას დაფარულად აკეთებს",-ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას.
"ევროპული საქართველოს" ლიდერებს აღნიშნული ფორმით რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრაზე კითხვები უჩნდებათ.
წორ კონტექსტში დიალოგი რუსეთთან პრობლემა არ არის და მათ შორის ოკუპანტთანაც უნდა აწარმოო დიალოგი შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ამას აკეთებ დაფარულად, როდესაც ამის შესახებ ვიგებთ რუსული მხრიდან ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს,"- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის,ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.