"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო ბანერები "არა ნაცებს, არა ბოროტებას“ დღეს გურჯაანშიც გამოჩნდა.
ბანერებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები არიან გამოსახულნი.