როდესაც მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მმართველი პარტიის მადლიერია ე.ი. ქვეყანა სწორად ვითარდება და კეთილდღეობა სუფევს! - რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე პარტია "ქართულ ოცნებას" დაარსებიდან 11 წლის იუბილეს ულოცავს:

"ვულოცავ ქართული ოცნება / Georgian Dream დაბადების დღეს!

სწორედ ისაა დღეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტი და ამ ურთულეს პერიოდში სტაბილურობის, მშვიდობიანი ცის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების შემოქმედი!

ამის, ყველაფრის დამნახავი, მიმხვედრი და დამფასებელი ადამიანი ამ ქვეყანაში ბევრია, ეს ხალხი მუშაობს, უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და რაც ყველაზე მთავარია ადექვატურად აფასებს ყველა მოვლენას. ეს ადამიანები თქვენს შეცდომასა თუ ნაკლს ხედავენ და გითითებენ, რჩევას გაძლევენ კორექტულად ისე, როგორც ცივილურ ქვეყანას და საზოგადოებას შეეფერება.

სწორედ ესაა ის ელექტორატი, რომელიც საარჩევნო უბანთან აკეთებს საკუთარ არჩევანს ჩუმად, მშვიდად და წყნარად!

ასეთია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობა და რადგან არ ვხმაურობთ ნურავის ეგონება, რომ არ ვარსებობთ!

უბრალოდ არ გვცალია, ვშრომობთ!“ქართულ ოცნებას” გისურვებთ წარმატებას და მადლიერი ამომრჩევლის რიგების გაზრდას!

როდესაც მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მმართველი პარტიის მადლიერია ე.ი. ქვეყანა სწორად ვითარდება და კეთილდღეობა სუფევს!

გმადლობთ ყურადღებისათვის" - წერს ბაკურ ბაკურაძე.