„ნაცმოძრაობაში“ ზურაბ ჭიაბერაშვილის მოყვანა, ნაკარნახევია კონკრეტული ადამიანებისგან - დაწინაურდა კეზერაშვილის გავლენები - ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„არ მგონია ლევანს [ხაბეიშვილს] გასჩენოდა სურვილი, ან იდეა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი მოეყვანა საგარეო მიმართულებით. შესაბამისად, [ეს გადაწყვეტილება] ნაკარნახევია კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ დაწინაურდა კეზერაშვილის გავლენები. რას მოიტანს ეს ყველაფერი - ვნახავთ“, - ამბობს დოლიძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. ის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ სამი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, კანდიდატი ქვეყნის სტატუტის მინიჭება და უკრაინასთან პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.