აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.
„ვულოცავთ ახალ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან“, – წერს სოციალურ ქსელში.
Congratulations to newly appointed Prime Minister Irakli Kobakhidze and his team! We look forward to our continued partnership with the Georgian government and people, as they pursue a democratic, prosperous, and Euro-Atlantic future.
— Assistant Secretary Jim O'Brien (@StateEUR) February 9, 2024