რადიკალურმა ოპოზიციამ პრეზიდენტს საჯაროდ უთხრა – იმპიჩმენტი ან შეწყალებაო. შიგნით რაზე საუბრობენ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გარედან პრეზიდენტს პირდაპირ გაუგზავნეს ეს მოწოდება და გზავნილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ამ შეხვედრებს ბევრი პოლიტიკური მომთაბარეც ესწრება, რომლებიც ხან ერთ პარტიაში არიან, ხან – მეორეში და სხვადასხვა ქოლგის, თუ ფანჩატურის ფარგლებში ქმნიან ბლოკებსა და გაერთიანებებს. მათი გამოცდა არჩევნებზე იქნება. თუ მათ მომავლის ლიდერები ჰყავთ, იქ ვნახავთ, ვის რა შედეგი ექნება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.