საოცარი კარმა აქვთ - ყველაფერი, რაც უსურვეს ქვეყანას და ხელისუფლებას, თვითონ დაემართათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საოცარი კარმა აქვთ - რაც უსურვეს ქვეყანას და ხელისუფლებას, ყველაფერი თვითონ დაემართათ. ერთხელ მოითხოვეს ხელისუფლების გადაყენება, გადააყენეს თავისი თავმჯდომარე, მეორეჯერ მოითხოვეს, გადააყენეს ისევ თავისი თავმჯდომარე. არ შევალთო [პარლამენტში], შევიდნენ. არ გამოვალთო - გამოვიდნენ. ვინც იქ [პარლამენტში] დაჯდეს, ავეჯი გახდესო, შევიდნენ, დასხდნენ და ის ავეჯიც ცარიელი იდგა - მაგათი სკამები კი ნახა საზოგადოებამ ამ სესიებზე. არჩევნები არც ციფრებია და არც ფერები, ეს არის ნდობა. ელემენტარული ნდობა ხომ უნდა გაგაჩნდეს და ეს ელემენტარული ნდობა საიდან წარმოიშობა?! ამ ხალხს [ოპოზიციას] ჰგონია, რომ პოლიტიკა ნდობა კი არ არის, პირიქით - რაც უფრო მაგრად და მოხერხებულად მოატყუებენ საზოგადოებას. არ არის ეს საზოგადოება მაგათი მოსატყუებელი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.