მარტა კოსს საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენდება, როცა ცდილობს, ქვეყანაში შავი ფული შემოიტანოს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან მიტმასნილ „ენჯეო“ საზოგადოებას ეს თანხები მიაწოდოს, – ამის შეახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ისეთი განცხადებებიც უნახავს, რომელიც გეოგრაფიას და რუკას ეწინააღმდეგება.
„ამ ყველაფერს თავისი პოლიტიკური მიზანი აქვს, როგორმე, ქართული საზოგადოების არჩევანი გაშავდეს. ქართველი ხალხის არჩევანს პატივს არ სცემენ. თან ამბობენ, დემოკრატიისთვის იბრძვიან და დემოკრატია უნდა იყოს უზრუნველყოფილიო. დემოკრატიის მთავარი წყარო ხალხია და ამის წინააღმდეგ როცა გამოდიხარ, გადატრიალებას უჭერ მხარს, ეს რა ევროპულ საწყისებსა და დემოკრატიაზე მეტყველებს? ასეთი განცხადებები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ქვეყანაში არსებულ რეალობაზე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








