პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ვერ აკონკრეტებს, მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, გაუქმდება თუ არა რეგიონული განვითარების სამინისტრო და შეიქმნება თუ არა სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგიონული განვითარების საკითხებში.

როგორც არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა.

„დაველოდოთ, როგორი იქნება მთავრობის პოზიცია, რადგან მთავრობის სტრუქტურიზაციის შესახებ კანონში ცვლილება მხოლოდ მთავრობის მიერ შეიძლება შევიდეს. ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა”, – განაცხადა გორდულაძემ.

არსებული ინფორმაციით, ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია. პროცედურის მიხედვით, მისი გატანა მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პოზიციას შეცვლის და სამინისტრო აღარ გაუქმდება, მთავრობას პარლამენტიდან ცვლილებების გაწვევა მოუწევს.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.