იმდენად ძლიერია „ქართული ოცნება", რომ მისი დამარცხების პერსპექტივა დღევანდელი პოლიტიკური სპექტრით ფანტაზიის სფეროა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში პირადად არის ჩართული და მის ბოლომდე მიყვანას შეეცდება.
„ჩვენი პარლამენტის წევრებზე, მათ შორის, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილზე მაინც და მაინც მაღალი აზრის არ ვარ. ამ პროცესში პერსონალურად კობახიძეა ჩართული, თუ აქ კობახიძე არ მოიგებს, მაშინ რაღაცაში დამარცხდება. თუ ეს არ არის კობახიძის სასარგებლო პროცესი, მაშინ მის წინააღმდეგ არის, შედარებით ქვედა დონეზე, ვიდრე ბიძინა არის. მთლიანი ეს პროცესი არის ავტორიტარიზმის შექმნის პროცესი - მისი ნაწილი იყო მარტის მოვლენები, მისი ნაწილია ახლაც.
იმდენად ძლიერია "ქართული ოცნების" ხელისუფლება დღეს, რომ მისი დამარცხების პერსპექტივა დღევანდელი მოცემულობით, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრით ფანტაზიის სფეროა", - განაცხადა გამზარდიამ.