ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ცვლილებებს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. მსჯელობა ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე გაიმართება.
განსაკუთრებით მკაცრი მიდგომებია რეალიზაციისთვის. მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა მხოლოდ მისი გამკაცრება არ არის და შესაბამისად, ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს.
კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ. მათთვის სასჯელი 12 წლიდან იწყება და უვადო პატიმრობამდე მიდის.
დოკუმენტის მიხედვით, რეალიზატორებს ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც სწორედ ნარკოტიკების გაყიდვით დააგროვეს. ცვლილებები მკაცრად მიჯნავს მომხმარებლებს და რეალიზატორებს.




