იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობა.

 „ჩვენ რეგულარულად ვხვდებით და ვცვლით ინფორმაციას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონმა ელჩმა, დააფიქსირა როგორც მისი პერსონალური, ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენი განხილვის ერთ-ერთი თემა შეეხებოდა 12 - პუნქტიანი გეგმის როგორც შესრულებულ პუნქტებს, ასევე რამდენიმე დარჩენილ საკითხს, რომელიც, პრაქტიკულად, შესრულების ბოლო ეტაპზეა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.