როგორც გავიგე, ქოც-ნაცური მორიგების უმნიშვნელოვანესი აკადემიური ფორმატი შექმნილა, ბიძოს ადვოკატის თაოსნობით. - ამის შესახებ პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.

"ზოგიერთი მონაწილე აკადემიკოსის განცხადებით, მზად არის ნებისმიერი ქვეყნის აგენტი გახდეს, ვინც მათს საყვარელ საქართველოს განვითარებაში დაეხმარება. მეიმედებიან " - წერს ანდრო ბარნოვი. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, "ნაცმოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

საკრებულოს წევრის განცხადებას არაერთგვარი რეაქციები მოჰყვა. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატიც დასახელდა. მათ შორის იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
თუმცა, დეპუტატმა 2022 წლის 10 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებდა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობას. ზუსტად 6 დღის შემდეგ კი პოზიცია შეცვალა და პარტიის სათავო ოფისში, მაშინ როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში არ იმყოფება, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელშია, განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

"ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დღის წინ მთხოვეს ენმ-ში შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს ენმ-ის ლიდერებმა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა., არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ენმ-ის მხარდამჭერებს შევთავაზე საკუთარი კანდიდატურა"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.