"ვანო მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკაში - ასეთი ცნება არ არსებობს. არჩევნებზე კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი თუ იყო, მე ვთვლი, რომ ეს არ წარმოადენს პრობლემას" - ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა ანა წითლიძემ, ფოთში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი, რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი კონკრეტული ფავორიტები არჩევნებზეც. შესაბამისად, როგორც რიგითი წევრი ამ პარტიის, , ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია და რა თქმა უნდა, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ თანამდებობაზე,“- განაცხადა ანი წითლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში არ გამოჩენა. სულ რამდენიმე კვირის წინ პარტია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, მერაბიშვილი მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ გამოჩნდა და განაცხადა: მთავარია, მოხდეს პროტესტების ორგანიზება - ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი... ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ
ვანო მერაბიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვარი შეფასება მოჰყვა.