ერთადერთი რაზედაც დგანან, ეს არის შიში და ძალადობა, ამიტომაც მძიმე საარჩევნო წელი იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ძალადობის კამპანია ცოტა ადრე დაიწყო, ფარცხალაძის დაცვა ჟურნალისტებს თავს დაესხა, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა... საარჩევნო კამპანია ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ დიდი ხანია. ერთადერთი რაზეც დგანან, ეს არის შიში და ერთადერთი რაზეც დგანან არის სწორედ ძალადობა, ამიტომაც მძიმე საარჩევნო წელი იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფები ამოიქოქება. თუმცა, ერთი რამე შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, იმიტომ რომ 11 წელია მათ ვუყურებ და ვიცნობ მათ თუ რა შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის კადრება შეუძლიათ, რეალურად ძალიან სუსტები არიან, მაშინ როდესაც ნახულობენ, რომ არავის მათი არ ეშინია“,- განაცხადა ანა წითლიძემ.