„ეუთო/ოდირის მოწვევა „ოცნების“ მხრიდან არის ტყუილი და მანიპულაცია – ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ
"ოცნების” მხრიდან მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებია რუსულ სპეცოპერაციამდე დარჩენილი ეუთო/ოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი
და კიდევ ერთი მანიპულაცია. ჩვენ გვახსოვს მანამდე “ოცნების” განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ უკვე, რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისი, რომ ეუთო/ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე მაშინ “ოცნებამ” გადაწყვიტა ფორმალურად, რომ მიმართოს ეუთო/ოდირს რაც მათი მხრიდან ისინი ცდილობენ შექმნან რაღაც ფარსი თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია.
ეუთო/ოდირის მხრიდან რომ ის პასუხი იქნებოდა რაც “ქართულმა ოცნებამ” ეს არის აბსოლუტურად ცხადი, რადგან მათი პრაქტიკიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც ძირითადი წინასაარჩევნო კამპანია გავლილია და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ეუთო/ოდირი მათ შორის გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს ხოლმე საარჩევნო კამპანიაზე, ემზადება ტექნიკურად და ა.შ. ამ მოცემულობაში, რა მოცემულობაც ახლა არის, ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი “ოცნების” ამ მანიპულაციაზე.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, 6 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განაცხადა. რაზედაც ორგანიზაციამ უპასუხა - ეუთო/ოდირი: 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ გვექნება, თუმცა მანდატის ფარგლებში გავაგრძელებთ მოვლენების მონიტორინგს