ბელადომანია თუ სადმე ყოფილა, ნამდვილად, „ლელოში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა.

„გადასარევი პასუხია, მაგრამ ძვირფასო ირაკლი, ზუსტად იმავე ხომალდში, იმავე მიმართულებით იქნებით თქვენც, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას თუ დათანხმდებით.

ბელადომანია თუ სადმე ყოფილა, ნამდვილად, „ლელოში“. ასე, ადამიანები უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ თავმჯდომარეს, რისიც თვითონ არ სჯერათ, ბიძინას გარდა, მეორე, არ ვიცი.

კიდევ იმედი მაქვს, რომ გადაიფიქრებენ“, – წერს ანა წითლიძე.

პრეზიდენტი: ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობაზე - დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე