ჩვენი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოუწიონ იცხოვრონ სანქცირებული ხელისუფალის პირობებში, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ივანიშვილის სანქცირება არის გადაწყვეტილი საკითხი. რაც შეეხება დროს, არჩევნებამდე იქნება, თუ არჩევნების შემდეგ, ამაზე იდარდოს და გაარკვიოს თვითონ ივანიშვილმა. ჩვენი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოუწიონ იცხოვრონ სანქცირებული ხელისუფალის პირობებში, იმიტომ რომ სანქცირებული ხელისუფალი რომელ ქვეყანასაც ჰყავს, იქ იმსახურებს, თუ არ იმსახურებს, მოქალაქეს უწევს ასწიოს სანქციების მძიმე ტვირთი. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სიმძიმე თავიდან ავაცილოთ მოქალაქეებს და ამის შესაძლებლობა არის, სწორედ, არჩევნები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.