ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, ოპოზიციური "ალიანსის" მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.

"26 მაისი ყველასია. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. ის არ ეკუთვნის არც ბიძინას, არც მიშას ან ვინმე სხვას. " - წერს დოლიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში დაწერა:

"26 მაისს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველზე ვიკრიბებით ყველანი! მანამდე ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი და სხვა ქალაქები! მთავარი ხართ თქვენ!შემოგვიერთდით კომენტარებში მითითებულ ლინკზე, გახდით კამპანიის what's app ჩატის წევრი, ვიმუშაოთ ერთად!"