მიმდინარეობს საქართველოს ჩამოყალიბება რუსეთის უკანა სასადილოდ და მოგების 98%-ი ისევ რუსეთში წავა - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია. მოდელი მუშაობს შემდეგნაირად - როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს არის სასარგებლო ტურიზმისთვის, ეს არის ტყუილი. მიმდინარეობს საქართველოს ჩამოყალიბება რუსეთის უკანა რესტორნად, უკანა სასადილოდ, სადაც დარჩება ყოველი ჩამოსული რუსეთის მოქალაქის ორი ლარი და 98 ლარი დაბრუნდება ისევ რუსეთში, რუსული ბიზნესების, რუსეთის მოქალაქე თანამშრომლების მეშვეობით, რუსული პროდუქციის ყიდვის მეშვეობით. სინამდვილეში, ყველა ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, არის როგორი? აქ არსდება რუსული ბიზნესები, აქ რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ უძრავ ქონებას, რომლებსაც მერე აქირავებენ ტურისტებზე, აქ რუსეთის მოქალაქეები პოულობენ სამსახურებს და ასაქმებენ თავიანთ თანამოქალაქეებს. აქ იხსნება რუსული ბაღები, სკოლები. ანუ სინამდვილეში ამ რუსული ფრენების უკან არის საქართველოს გადაქცევა რუსეთის სასადილოდ, მისთვის მომსახურების მიმწოდებლად, მაშინ როდესაც სარგებლის 98%-ი ისევ რუსეთში წავა“- განაცხადა ანა დოლიძემ.