ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია ჯობია, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, საერთოდ რას აპირებენ, იმიტომ რომ ჩვენ გარდა ჩამოყალიბებული პოზიცია არავის აქვს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ამიტომ, ჩვენი გუნდი არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ სპეკულაციების დასრულებისთვის ვითხოვთ ბარიერის 7%-მდე აწევას, იმიტომ, რომ 7% ჩვენ გვქონია და იყვნენ პარტიები,რომლებსაც გადაულახავთ. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია ჯობია, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, საერთო რას აპირებენ იმიტომ, რომ ჩვენ გარდა ჩამოყალიბებული პოზიცია არავის აქვს. დღეს ჩვენი გუნდის პრინციპული არჩევანია, გარდა იმისა, რომ არ გადაიხედება „ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნების შემდეგ რაიმე ტიპის კონფიგურაცია, დანარჩენზე ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ“ , - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.