პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტარმა ანი ბუჩუკურმა მედიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შს მინისტრის, პრემიერისა და სუსის ხელმძღვანელის მიერ პარლამენტში მისვლა და საზოგადოებისათვის არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
"5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები მაქვს მეც, თქვენც, როგორც მედიასაც და ზოგადად საზოგადოებას აქვს შეკითხვები. ამ კითხვებს აუცილებელია პასუხი გაეცეს. ერთერთი მიზეზი რატომ არის ეს აუცილებელი - პოლიციის რეპუტაციაა. ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენმა გუნდმა ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ისევე როგორც პრემიერმინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, რომ მობრძანდნენ პარლამენტში და საზგადოებას გასცენ პასუხები ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებზე. ეს პირადად ჩემთვის კი არა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, პოლიციისთვის არის მნიშვნელოვანი და მედიისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ 5 ივლისს რიგითი პოლიციელები დაიჩაგრენ, რადგან ეს ადამიანები რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობენ წესრიგის დაცვას ქვეყანაშიც და თბილისშიც - უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მე პირადად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, და ეს ყოველთვის ასე იქნება, - განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობკეთილსინდისიერ რიგით პოლიციელებს და ჩემთვის განსაუთრებულად მძიმე იყო ამისი ყურება“ - განაცხადა დეპუტატმა. ანა ბუჩუკური ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გახარიაზე თავდამსხმელ განცხადებებსაც შეეხო, რომლის მიზეზიც გიორგი გახარიას მიერ ხელისუფლების მოქმედებების ეფექტურობაზე გაკეთებული მწვავე შეფასებები გახდა. ,,ზოგადად, ეს თავდასხმები გასაგებია როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე უმრავლესობის მხრიდან - ამ თავდასხმებს შიში იწვევს. გიორგი გახარია რას იტყვის და როგორ იტყვის ეს გიორგი გახარიას გადასაწყვეტია და არა ოპოზიციის ან პოზიციის.“ - განაცხადა ბუჩუკურმა.