ანა ბუჩუკური: დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად ვიწყებთ ახალი პარტიის მშენებლობას

1618391170
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ანა ბუჩუკურმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დატოვა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფიული პრემიერიმინისტრი გიუორგი გახარია ახალ პარტიას ქმნის და იქ იქნება.
"გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის და ვტოვეთ პარტიას და ფრაქცია "ქართულ ოცნებას". ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი ქართული ოცნებისთვის.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამას გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, ე.წ. გახარიას გუნდმა „ოცნება“ დატოვა. მათ პარლამენტში განაცხადეს: „გიორგი გახარიასთან ერთად ვქმნით ცალკე პარტიას“