ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

დეპუტატი ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობაზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა. ალუდა ღუდუშაურმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

„ახალგაზრდებს გავაცანი ის ნაბიჯები, რომელსაც  ხელისუფლება დგამს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. ამ ყველაფერში ახალგაზრდების როლი  მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ მათი ხედვები. მე მათ ასევე ვთხოვე, რომ სიღრმისეულად შეხედონ მოვლენებს და არ აჰყვნენ დეზინფორმაციას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 ახალგაზრდებმა  პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. სხდომათა დარბაზში მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.