რამდენიმე დღეა საზოგადოება ხედავს „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს ერთმანეთში როგორი ბინძური კამპანია აქვთ გაჩაღებული. როგორ ებრძვიან ერთმანეთს ეს ორ ბანაკად გაყოფილი ე.წ. კომიკოსი ხაბეიშვილისა და უინტელექტო მელიას დაჯგუფებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა შემთხვევაში ეს პროცესი მივა ლოგიკურ დასასრულამდე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სრული დაშლა. ეს ადამიანები ებრძვიან იმისთვის, რომ ამ პოლიტიკური ძალის ფორმალური თავმჯდომარის პოსტი მოირგონ, რადგან ყველამ კარგად იცის ვინ არის ის რეალური მუსიკის დამკვეთი და ესენი არიან შემსრულებლები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ძალები, რომლებიც სააკაშვილს და მის ფაქტორს იყენებენ, რაც დაადასტურა კიდეც დედამისმა, ქალბატონმა ალასანიამ. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური სკამისთვის ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს, როგორ წარმოგიდგენიათ, მათ თუნდაც იოტისოდენა ძალაუფლება რომ დაიბრუნონ, რას უზამენ ჩვენ საზოგადოებას?“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.