იმ დროშაზე რომ ლაპარაკობდით, აი, იმ დროშით აუპატიურებდით ბიჭო, ქართველ ხალხს! მართლა რამე ხომ არ გეშლებათ! ვერასოდეს ვერ მობრუნდებით ხელისუფლებაში! ამ ქვეყანას თავს ბოროტებას ვერ მოახვევთ! კიდევ გეუბნებით - სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს! კარგად დაიმახსოვრეთ! - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა "ნაციონალური მოძრაობას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ჩვენ ქართველ ხალხს შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს რომ თავები წამოყვეს - მათი ლიდერი ხან რომ კვდებოდა, ხან კი ათასგვარ სიბინძურეს არ ეშვებოდა, დღეს რომ თანამდებობებს ინაწილებენ - ვის გვერდში დგახართ? რას აკეთეთ? გინდათ რომ გვარამია, ეს არაკაცები და ისევ ადეიშვილები მოიყვანოთ ხელისუფლებაში? ეს ქათმები... ქათამს რას ვერჩი, ეს მართლა უღირსი ფარჩაკები.

ჩვენ ხალხს შევპირდით რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი სიბოროტით ვერასოდეს ვერ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში და დღეს, დადიან ტურებივით და ხალხს ეუბნებიან, რომ "ჩვენ მოვდივართ ხელსიუფლებაში". მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი შვილი, კიდევ ერთხელ გეუბნებით და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენი კოლეგა და ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა - სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ რაც შევპირდით ამ ქვეყანას, რომ ამ ბოროტებით ვერასოდეს მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ! თუ გინდათ, დავიგინები, თუ გინდათ, დავიფიცები! იმ მორალურ სახეს, რასაც ადამიანი დაბადებიდან ატარებს და უკიჟინებს მთელ ქვეყანას, რომ გადაიჩეხოს, ამას ვერ ეღირსებით! შეგაკლავთ თავს! იმ დროშაზე რომ ლაპარაკობდით, აი, იმ დროშით აუპატიურებდით ბიჭო, ქართველ ხალხს! მართლა რამე ხომ არ გეშლებათ! ვერასოდეს ვერ მობრუნდებით ხელისუფლებაში! ამ ქვეყანას თავს ბოროტებას ვერ მოახვევთ! კიდევ გეუბნებით - სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს! კარგად დაიმახსოვრეთ!" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.