"რუსოფობიას ყველაზე მეტად თვითონ რუსები უწყობენ ხელს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით. არანაირი პრობლემა არ არის, რომ ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონდეს ის ქვეყანა თუ ხალხი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. ტურისტებს ის უფრო აფრთხობს, რომ თბილისის ცენტრში გზა გადათხრილია." – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
"უამრავი ცუდი რაღაც შეიძლება იტალიაზე წაიკითხო, თუმცა ამის გამო ფლორენციას ტურისტები არ აკლდება. წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს, მას არ მოუწევდა რაღაცა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით.
ჩვენს ხელისუფლებას იმდენად კარგი ინფორმაცია აქვს „დიფ სთეთის“ გეგმებსა და ნაბიჯებზე, რომ ალბათ პირდაპირ კონტაქტზე არიან და ყოველდღე ამ ინფორმაციის გაცვლა ხდება. უკეთესი იქნება, თვითონ მოგვიყვნენ, ვინ არის ეს „დიფ სთეითი“, ვინ გასცემს ბრძანებებს. ძალიან საინტერესოა, გავიგოთ, „დიფ სთეითის“ რომელმა წარმომადგენელმა უბრძანა ბარამიძეს, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, ვინ ჩაუშალა ქართულ სასტუმროებს ტურისტული სეზონი, უბრალოდ გვაცნობონ ჩვენც“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.








