ადგილობრივი არჩევნები, ზოგადად, ყოველთვის რთული არჩევნებია. 2025 წელსაც იმ რეგიონებში ვიღებდით მონაწილეობას, სადაც მაღალი რეიტინგი გვქონდა, სხვა შემთხვევაში ეს ფულისა და რესურსების ფლანგვაა, რაც შეზღუდულად გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

"ამიტომაც ამისთვის რესურსებს არ გავფლანგავთ. ჩვენ ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მთელი ფოკუსი ამაზე გვაქვს. რაც შეეხება ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას, მგონია, რომ დიდი ნაწილი იმ ოპოზიციისა, რომელიც ბოიკოტში იმყოფებოდა, პოლიტიკურ ველზე უკვე აღარ არსებობს. სხვა პარტიებმა ალბათ მათ შეცდომებზე უნდა ისწავლონ და მათი შეცდომები არ გაიმეორონ. ცალკეული მათგანი რომელიღაც შუალედურ არჩევნებში მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შუალედური არჩევნები გადამწყვეტ გავლენას არაფერზე იქონიებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.