„ძალიან მიხარია, რომ ეს ხალხი ციხიდან გამოვიდა. იმედია, ბევრი სხვაც გამოვა ციხიდან. ზოგადად, არაფერი არასწორი მათ არ გაუკეთებიათ. – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

"ის ხალხი კი, ვისაც სურთ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ იმით, რომ ახალგაზრდები ციხეში ისხდებიან, ჩემი აზრით, ამორალური ხალხია. ყველა ასეთი განცხადება, რაც მოვისმინე, რომ თურმე კარგი იქნებოდა, ისინი ციხეში დარჩენილიყვნენ, მგონია, მათ სინდისისა და ნამუსის არარსებობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ხომერიკი, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა