შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - მაიკლ ოფლაერტს შეხვდა.

 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბოლო თვეების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობა.

ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, როგორც აქციის ძალადობრივი მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ასევე იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საპასუხოდ იქნა გატარებული პოლიციის მიერ.