„ქართული ოცნების“ გაშვება ისეთივე იქნება, როგორც სააკაშვილის გაშვება იყო მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ქართულ ოცნებაში“არ დარჩა არაფერი პოზიტიური, ის უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, წინ საინტერესო პროცესები გვექნება. „ქართული ოცნების“ გაშვება იქნება, როგორც სააკაშვილის გაშვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი, არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგი და მომხრე ვიყავი, რომ წასულიყო. მაშინ ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგა, ახლაც, „ქართული ოცნების“ წასვლა დიდი ნაბიჯი იქნება წინ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა იქნება 5 ნაბიჯი უკან. ხელებს იფშვნეტენ, მოვალთ, დედას გიტირებთო, ერთმანეთში რანაირი ამბები აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლის მერე რა იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.