„ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მარტივად არ წავა, წინ დიდი ბრძოლები და საშინელი ზაფხული გველის. ეს არჩევნები უნდა იყოს მართლა სახალხო მძვინვარება, საარჩევნო ამბოხი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ხალხი გარუსებულია, გასაშვებია ხელისუფლებიდან და უნდა გავუშვათ აუცილებლად. მარტივად არ წავლენ, წინ დიდი ბრძოლები და საშინელი ზაფხული გველის. ეს არჩევნები უნდა იყოს მართლა სახალხო მძვინვარება, საარჩევნო ამბოხი. აქტივისტებს ისევ ურტყამენ, დასჯილი არავინ არის, სახეზე ჩანს პოლიციელიც, ზონდერიც და ვითომც არაფერი... 2 თვის წინ კანცელარიასთან ოცი პოლიციელი მირტყამდა, რამდენი სახეზეც ჩანს, წელათრევით გამოძიებაც დაიწყეს, მაგრამ დაზარალებულად არ მცნეს“ , - განაცხადა ელისაშვილმა.