ორი თვე გავიდა, რაც კანცელარიასთან ათობით გავეშებულ პოლიციელში შემაგდეს და არათუ  ვინმესთვის ბრალი წაუყენებიათ, არამედ დაზარალებულადაც არ მცნეს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ორი თვე გავიდა, რაც კანცელარიასთან ათობით გავეშებულ პოლიციელში შემაგდეს და იქიდან 5-6 მონდომებით მირტყამდა. კადრებია სადაც პირდაპირ რამდენიმეს სახე ჩანს, თუ ვინ იყვნენ. ორსაათიანი გამოძიება უნდოდა, რომ გარკვეულიყო ყველაფერი. ორი თვე გავიდა, არათუ არავინ გამოვკითხავთ, არათუ  ვინმესთვის ბრალი წაუყენებიათ, არათუ ვინმე არ დაუკავებიათ, დაზარალებულად არ მცნეს ორი თვეა და რატომ არ აკეთებენ ამას? - მე რომ დაზარალებულად მცნონ, მაშინ იძულებულნი იქნებიან,  საქმის მასალები გაგვაცნონ და თავს იშტერებენ. არ უნდათ რომ დასაჯონ ეს ტიპები. დღეს ხელისუფლება ეყრდნობა ქეციან ტიტუშკებს, ზონდერებს და გარეწრებს , რომლებიც ქუჩა-ქუჩა ხვდებიან ხალხს და თავს უტეხენ. წარმოიდგინეთ, რა ქვეყანაში აღმოვჩნდით, საერთო ჯამში, 12 წლის თავზე",- ამბობს ალეკო ელისაშვილი.