პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი ყოფილ ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას სტატუსის პათოსს უწუნებს. დებატები ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოყვა.
"ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი." - დაწერა ნინო ლომჯარიამ.
ალეკო ელისაშვილმა მას კითხვა დაუსვა: ანუ ლევანი არ იმსახურებს შენს მემკვიდრეობას ხომ ნინო? ამის თქმა გინდოდა? რა უხერხულია ეს პოსტი.
ნინო ლომჯარია: Alexandre Elisashvili არ აპირებთ ამ საქმის ავანგარდში ყოფნას?
Alexandre Elisashvili Nino Lomjaria კი ნინო ვაპირებთ და ვცდილობთ. ეტყობა არ გვადევნებ თვალყურს. თუ თვალყურს გვადევნებ მაშინ ასეთ უხერხულ და შენთვის პირველ რიგში სახამუშო სტატუსს არ უნდა წერდე.
Alexandre Elisashvili : და იქნებ ისიც მითხრა ვინაა მაგ ამაზრზენ კანონპროექტთან (ამხელა გამოცდილების ადამიანი კანონს რატომ უწოდებ კანონპროექტს უცნაურია!) ბრძოლის ავანგარდში? მეც ზუსტად იმ ავანგარდში მყოფებს მინდა გვერდში დავუდგე და აუცილებლად გვერდში დავუდგები. მაგრამ ეს პოსტი არის მეტისმეტად უხერხული. მეტისმეტად..
Nino Lomjaria : უხერხული რატომაა?
Alexandre Elisashvili : დარწმუნებული ვარ ნანობ რაც დაწერე იმას უკვე, მაგრამ რა გაეწყობა. არ ხარ პატარა გოგო რომ აგიხსნა. იცი თავადაც ქვეტექსტში რაც იკითხება. კანონპროექტზე რომელიც შენ კანონი გგონია, ან ასე მოიხსენიებ რატომღაც და ღმერთმა დაგვიფაროს ეგ სისაძაგლე კანონად იქცეს, გიპასუხე ქვემოთ. არ გვიყურებ აშკარად