„ჩვენი პარტია, რა თქმა უნდა, თქვენს მთავრობას მხარს არ დაიჭერს. ნებისმიერ მთავრობა ნორმალურ ქვეყანაში პირველ რიგშიც, მეორე და მესამე რიგშიც, ანგარიშვალდებულია მხოლოდ ხალხთან. თქვენი მთავრობაც არის ანგარიშვალდებული ხალხთან მეორე და მესამე რიგში და პირველ რიგში ვალდებული ბიძინა ივანიშვილთან. ეს არ არის მმართველობის ნორმალური წესი. ასე ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ ვერ დაგიჭერთ მხარს“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
ალექსანდრე ელისაშვილმა ქვეყანაში ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად ჩატარებისკენ მოუწოდა.
„სანიმუშო წინასაარჩევნო პერიოდი ჩავატაროთ და შევძლოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ იდეებით და არგუმენტებით ვეკამათოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.