აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

"აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან მარა ნაცები არ უნდა მოვუშვათ!" -წერს ალეკო ელისაშვილი.