თუ ხელისუფლება არ გადადგამს სწორ ნაბიჯებს, ის უნდა გავისტუმროთ კონსტიტუციური გზით _ ამის შესახებ მოძრაობა " თავისუფლებისათვის _ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" დამფუძნებელმა აკია ბარბაქაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არის ჩვენი დაუძინებელი მტერი და ის არ მოისვენებს, სანამ ქართულ სახელმწიფოს არ იხილავს თავის გუბწრნიად და ამას პირდაპირ ღიად გვიცხადებენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების ასამაღლებლად და პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ გადადგას სწორი ნაბიჯები და თუ ხელისუფლება არ გადადგამს სწორ ნაბიჯებს, უნდა გავისტუმროთ კონსტიტუციური გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ასრულებს რუსულ საქმეს. ჩვენ ხშირად გვყოლია ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც შეფარვით რუსულ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ასე ღიად, როგორც დღეს ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს, არავის არ ეყო ამის თავხედობა" _ განაცხადა აკია ბარბაქაძემ.