საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ რეფორმას შეეხება. აღნიშნული სიახლით 40-მდე კანონში ცვლილება შევიდა და 1 ახალი კანონი იქნა მიღებული.
პენიტენციური სისტემის ინსტიტუციური რეფორმის ძირითადი მიმართულებებია:
•ერთიანი, მოქნილი მართვის სისტემაზე გადასვლა; კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციას და მის სამინისტროში ინტეგრაციას.
•სამინისტროს შიდა სტრუქტურის ორ ნაწილად დაყოფა: სამოქალაქო და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. მოხდება სამოქალაქო თანამდებობების პერსონალისა და სპეციალური წოდების მქონე პერსონალის მკვეთრი გამიჯვნა.
•სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური სამსახურის გარდაქმნა სამოქალაქო ტიპის სამსახურად და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაძლიერება.
•რეფორმის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ციხეების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციის სამართლებრივი საფუძველის შექმნა, ციხის შიდა სტრუქტურის და მართვის წესის შეცვლა.