აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდადებული შეიწყალა.
16 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდადებულია, ხოლო 8 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდადებულს.
შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდადებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.