საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ მოსკოვში ვიზიტად ყოფნის დროს მათ რუსი კოლეგები საქართველოში მოიწვიეს, თუმცა როდის ჩამოვლენ ისინი, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

 ადა მარშანიამ აქვე აღნიშნა, რომ „საქართველოს პატრიოტების“ წევრები მოსკოვში მორიგ ვიზიტს სექტემბერში გეგმავენ. 

„ჩვენ დავპატიჟეთ ჩვენი კოლეგები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ. მათ ძალიან გაეხარდათ ჩვენი მოპატიჟება.

ჩვენ თუ გვინდა, რომ სიცოცხლის მქონე, ნამდვილი ფორმატი ამუშავდეს, შეხვედრებს ჰქონდეს ხელშესახები შედეგი და არ შეიქმნას ისევ დიალოგის ფორმალური ჯგუფი, რომელიც უსასრულოდ ისაუბრებს და არც არაფერს მიიღებს, საბოლოო ჯამში ჩვენ დრო არ გვაქვს დასაკარგი, არც ერთი დღე. რასაკვირველია ვიზიტიც უნდა განახორციელონ აქ, თბილისში და ჩვენ ცხადია იქ, პერიოდულად და სისტემატიურად ვივლით. 

ჩვენი როლი არის იმაში, მაქსიმალურად ადეკვატურად მოვიქცეთ იმის მიხედვით, თუ რა რეალობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. 

ძალიან მძიმე მდოგმარება გვაქვს ჩვენ ორი მიმართულებით - სოხუმის და ცხინვალის მიმართულებით, ყოველდღე იქ ისეთი ფაქტები გვაქვს და ისეთი ტრაგიკული პროცესები მიმდინარეობს, ენით აღუწერელი“, - აღნიშნა ადა მარშანიამ.