ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გაიმართა.
"უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენაც, დავინახოთ კარგად ჩვენი ჩრდილო მეზობელი, ბავშვობიდან ვიცნობდით მგონი ყველა მას კარგად, ზოგი სწავლობდა, ზოგი ახლაც იქ სწავლობს, ცხოვრობს და მუშაობს, ესეც უნდა შეგახსენოთ. ბოლოსდაბოლოს ვიფიქროთ იმაზე, რომ ვერსად ვერ გავექცევით ჩვენ ერთმანეთს, გავატაროთ პრაქტიკული და პრგმატული პოლიტიკა და ძალიან გთხოვთ ბატონო ბოკერია, ნუ ნერგავთ ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, ანტირუსულ განწყობას არ ვიტყოდი. პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები, პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და უნდა გახსოვდეთ ეს ყოველ წუთს და მთელი მსოფლიო მას ელაპარაკება. პუწინი ადამიანი ვლაძიმირი არის უძლიერესი", - განაცხადა ადა მარშანიამ.