ადა მარშანია: ბოკერია, შენ ხარ უნამუსო ადამიანი! – "ოცნება", თქვენ ხართ ლაჩრები! (ვიდეო)

1569923456
საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელ საშემოდგომო სესიაზე, "პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ლაჩრები უწოდა.
“შენ ხარ უნამუსო ადამიანი! მკვლელების მეგობარი ხარ შენ! და არ არის გამორიცხული თავად მკვლელი ხარ შენ! მწამებელი ხარ შენ!“ - ასე მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას. რის შემდეგ, "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა: "ლაჩრები ხართ თქვენ!“