"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ წარმოადგინა.
მისი თქმით, მთაწმინდაზე მაჟორიტარად კენჭს იყრის სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს "ქართული ოცნება", თუმცა ზურაბიშვილს რცხვენია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყოს და ამბობს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია.
"ჩვენ გამარჯვებისთვის სამი ნაბიჯი უკვე წინ გადავდგით. პირველი ნაბიჯია, რომ ამ უბანში ჩვენი კანდიდატი არის ნიკა რურუა. მეორე, ამ უბანში "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაბედა დაეყენებინა საკუთარი კანდიდატი, რადგან ძალიან კარგად იცის რა ბედი ელოდება იმ კანდიდატს. მესამე, ნიკა რურუას კონკურენტი ამ უბანში არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი, მაგრამ მხარდაჭერილია "ქართული ოცნების" მხრიდან.
სალომე ზურაბიშვილი თვლის რომ, "ქოცობა" "გრეხია"... მას მხარს უჭერენ "ქოცები", მაგრამ "ქოცი" კი არ არის, დამოუკიდებელია. იმ პირობებში, როცა ნიკას კონკურენტს რცხვენია იყოს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მას მხარს უჭერეს და ვითომ დამოუკიდებელია... იმ პირობებში, როცა "ქართული ოცნება" ვერ აყენებს თავის კანდიდატს ამ უბანში და სხვას უჭერს მხარს, ასეთი რამ გაგიგიათ?!", - აღნიშნა ბაქრაძემ