ზიმბაბვეში, ვალენტინობის დღეს სიყვარულის გამოხატვის და რომანტიკული გარემოს შექმნის ტრადიციულ ფორმებს დიდი წარმატებით ჩაენაცვლა დროის მოთხოვნებით ნაკარნახევი ახალი ფორმები.

დედაქალაქ ჰარერეს ყვავილების უძველეს ბაზარზე 30-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე ფლორისტის თქმით, მუშაობა უფრო საინტერესო და მოგებიანი გახდა, 

„ფულის თაიგულებმა“ ბაზარი გამოაცოცხლა, - ამბობს ტონგაი მუფანდაეძა და იმედოვნებს, რომ ვალენტინობის დღეს დიდი მუშაობა ექნება, რადგან „ ეს ახლა მოდური ტენდენციაა და ყველას სურს შთაბეჭდილების მოხდენა“. 

თაიგულებისთვის ტკიცინა დოლარებზე მოთხოვნამ ძველი დოლარების ახალზე გადაცვლით დაკავებული ხალხის რაოდენობაც გაზარდა. 

მოხერხებულმა ზიმბაბველებმა ფულის შოვნისთვის საჭირო საწყის თანხაზე ფიქრის დროს ეკოლოგთა მოწოდებები იღეს ყურს და უვარგისი მეტალის საგნების გადაყრის და ბუნების დანაგვიანების ნაცვლად მათგან ვალენტინობის დღის სამახსოვრო სუვენირების დამზადება დაიწყეს, რითაც რომანტიკული გარემოს შექმნის და სიყვარულის გამოხატვის ახალი ფორმის დამკვიდრებასაც შეუწყვეს ხელი, ბუნებისდამცველთა შორისაც გაიჩინეს გულშემატკივრები და კლიენტები და არახარჯტევადი და ხელმისაწვდომი ბიზნესითაც დაკავდნენ.