პარიზში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ჟაკ შირაკს გამოემშვიდობნენ. ის 26 სექტემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცერემონიაზე დაახლოებით 80 ამჟამინდელი და ყოფილი სახელმწიფო მეთაური მიიწვიეს.
ჯაკ შირაკთან ეროვნული გამოსამშვიდობებელი ცერემონია 29 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც პარიზში ათასობით ადამიანი დაესწრო.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცერემონიაზე დასასწრებად კარი ღია იქნება მანამ, სანამ ხალხი იქ მისვლას აგრძელებს.
ცერემონიას საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრო.
30 სექტემბერი საფრანგეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ჟაკ შირაკი – საფრანგეთის 22-ე პრეზიდენტი იყო. მას თანამდებობა 1995 წლიდან 2007 წლამდე ეკავა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, იგი ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოს წევრი გახდა.
ჟაკ შირაკი 1977–1995 წლებში პარიზის მერი იყო, 1974-1976 და 1986-1988 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.