კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა.
ინფორმაცია უკრაინულ მედიას ზელენსკის პრესმდივანმა სერგი ნიკიფოროვმა დაუდასტურა.
შემდეგ უნდა დაიწყოს მეორე, გაფართოებული რაუნდი, რომელშიც „ევროპული სამეულის“ ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. თეთრ სახლში ამ მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდეს.




