უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს, - ამის შესახებ მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს, არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის. აი, რა არის დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ეს შესანიშნავი მოდელია რუსეთის ფედერაციისთვის. ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე სხვა რამ", - აღნიშნა ზელენსკიმ.