უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია.

"რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ აშშ-ის ხაზინის მდივანთან ბესენტთან ორმხრივი კონტაქტის დროს შეთანხმების ვერსია მიიღო. ეს არის სრულიად განსხვავებული დოკუმენტი. არის მასში ბევრი რამ, რაც არ იყო ნახსენები და ასევე გამოჩნდა რაღაცები, რაც მხარეებმა ადრე უარყვეს. მოდით, იურისტებმა შეადარონ ყველა ეს შეთანხმება. უკვე ბევრია და მე მივიღებ იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენმა მხარემ ოფიციალურად მიიღო. უკრაინის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენაა. არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. არაფერია, რაც შეიძლება ემუქრებოდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას", - განაცხადა ზელენსკიმ.