უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა რუსულ მხარეს შემდეგ კვირას შეხვედრა შესთავაზა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ლიდერების დონეზე შეხვედრისთვისაც მზად არის. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს საღამოს გავრცელებულ მიმართვაში ილაპარაკა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან გაცვლასთან დაკავშირებით - ვაგრძელებთ სტამბოლში წინა შეხვედრის შეთანხმებების შესრულებას. ახლა ჯგუფი კიდევ ერთ გაცვლაზე მუშაობს.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა უმეროვმა ასევე შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს შემდეგ კვირას მომდევნო შეხვედრა შესთავაზა.
მოლაპარაკებების დინამიკა უნდა გაიზარდოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ცეცხლის შეწყვეტა მიიღწიოს. ხოლო რუსულმა მხარემ გადაწყვეტილებისგან დამავლა უნდა შეწყვიტოს.
ტყვეების გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების შეწყვეტა. ასევე საჭიროა შეხვედრა ლიდერების დონეზე, რათა რეალურად უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, რომელიც ნამდვილად გრძელვადიანია. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის". - თქვა ზელენსკიმ.