ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 9 მაისთან დაკავშირებით 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, რომელიც ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.
"რუსეთი 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, ამავდროულად უკრაინას ყოველდღიურად ბომბავს. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია.
საჭიროა ცეცხლის რეალური შეწყვეტა. უკრაინა მზად არის ნებისმიერი დღიდან, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტოს". – წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ პოსტთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია ის ნგრევა და მსხვერპლი, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსულმა იერიშებმა გამოიწვია.
ვიდეოში ჩანს კიევის, სუმის ,ხარკოვის, ჩერკასის, დონეცკის და სხვა რეგიონების დაბომბვის შედეგები.
"რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე ყოველდღიურ იერიშს. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ პუტინი. გვესაჭიროება მშვიდობა რეალური უსაფრთხოების გარანტიებით". – წერია ვიდეოს აღწერილობაში.